მიღება ევროსაბჭოს პროექტთან დაკავშირებით

26 იანვარი 2017

25 იანვარს,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში  ევროპის საბჭოს მიერ ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილი ელექტრონული სასწავლო პლატფორმის - HELP (ევროპული პროგრამა ადამიანის უფლებებში იურისტების განათლებისათვის) პროექტთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.

მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ და პროქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, HELP- ის პროექტის განყოფილების უფროსმა ნატალია დე როკმა, HELP - ის პროექტის focal point-მა  ბესარიონ  ბოხაშცილმა, HELP- ის პროექტის Info point-მა, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ირაკლი ყანდაშვილმა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ.

 HELP-ის პლატფორმა უზრუნველყოფს დისტანციური და დამოუკიდებელი სწავლების კურსებს მოსამართლეების, ადვოკატებისა და იურიდიული პროფესიის პირებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებში. HELP-ის ქსელი მოიცავს ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის ეროვნული ტრენინგ-ინსტიტუტების (მოსამართლეების და პროკურორების) და საადვოკატო ასოციაციების წარმომადგენლებს.

HELP-ის პლატფორმაზე ელექტრონულად ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის სასწავლო მასალა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თაობაზე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი